სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი, 7 ივნისიდან 18 ივნისამდე შვებულებაში გავიდა იმ ფონზე, როდესაც ორშაბათს სომხეთში სტარტი აიღო 20 ივნისისთვის დანიშნულმა ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიამ .შვებულების განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანს ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანი შეცვლის.
თავად ნიკოლ ფაშინიანი სათავეში უდგას პარტიას „სამოქალაქო შეთანხება“ და მონაწილეობას ღებულობს სააგიტაციო კამპანიაში.
არმავირის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვდრის დროს ფაშინაინმა განაცხადა, რომ ის და მისი თანამბერძოლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა სულ მცირე 60%-ის მიღებას გეგმავენ. ეს არჩევნები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ დავამყაროთ შიდა მშვიდობა და დავამარცხოთ ძალები, რომლებსაც სამოქალაქო ომის პროვოცირება სურთ, - მოჰყავს ფაშინიანის სიტყვები რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს.
სომხეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა აპრილის ბოლოს მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა და ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.
ყველაზე პოპულარული
1