Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილში ეკონომიკა 44,8%-ით გაიზარდა - წინასწარი მონაცემები


2021 წლის აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44,8 პროცენტით გაიზარა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

საქართველოში ეკონომიკა პირველი ოთხი თვის განმავლობაში 8,1 პროცენტით გაიზარდა.

  • აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.
  • კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკა მუდმივად მცირდებოდა. ასე იყო 2020 წლის აპრილშიც, ვარდნა 16,6 პროცენტი იყო. კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნითა და გასული წლის დაკლებულ მაჩვენებელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მარტიდან გაიზარდა.

XS
SM
MD
LG