საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ აუცილებელია მოისმინონ ის, რასაც ნამხვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე შეკრებილი ადამიანები ითხოვენ. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც მმართველი გუნდის წევრმა აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების შემდეგ გააკეთა.
'"მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, რას ითხოვეს ეს ხალხი... არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად, არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი, ამ პროცესში ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია 12 საათამდე იქნება ეს, მანამდე თუ მერე", - ამბობს კუჭავა.
"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოდენაზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის წევრები კარვებში დაელოდებიან 24 მაისის 12:00 საათს. სწორედ ამ დრომდე მისცეს მათ ხელისუფლებას ვადა მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
- გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
- საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.