Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლენილია სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში, მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც ამზადებდა სადეზინფექციო საშუალებებს და რეალიზაციის მიზნით ასხამდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში.

"ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG