Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა მიიღო

ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა მიიღო


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა, იოანემ მიიღო. ინფორმაცია სირიის დედაქალაქში მდებარე რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შესახებ, ასევე ფოტოები და ვიდეომასალა ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მსოფლიოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში ანტიოქიის ეკლესია მესამეა კონსტანტინოპოლის და ალექსანდრიის საპატრიარქოების შემდეგ. ანტიოქიის პატრიარქის მიერ ასლან ბჟანიას, როგორც "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის", მიღებაზე საქართველოს საპატრიარქოს რეაქცია ჯერჯერობით უცნობია.

ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად, სირიაში "ოფიციალური ვიზიტით" 16 მაისს ჩავიდა. იგი შეხვდა სირიის პრეზიდენტ ასადს და პრემიერ-მინისტრ არნუსს.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

XS
SM
MD
LG