აშშ ივნისის ბოლოსთვის სხვა ქვეყნებში გაგზავნის კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინების, Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და Johnson&Johnson-ის სულ მცირე 20 მილიონ დოზას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, აშშ ვერასდროს იქნება სრულად უსაფრთხოდ, სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
რამდენიმე ხნის წინ, აშშ-მა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში გაგზავნის ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს ვაქცინების 60 მილიონ დოზას. ამ ვაქცინით ამერიკელებს ჯერჯერობით არ ცრიან.
აშშ-ში ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 60%-ს. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა 33 მილიონზე მეტი ადამიანი და 600 ათასზე მეტი გარდაიცვალა.