Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი აცხადებს, რომ ვითარება დაძაბულია სიუნიქის რეგიონში, სევის ტბის გარშემო


სომხეთის მთავრობის ცნობით, წუხანდელი დღის შემდეგ ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია სომხეთის სიუნიქის რეგიონში მდებარე სევის ტბის გარშემო, სადაც ერთმანეთის მახლობლად იმყოფებიან სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები. ამის შესახებ, 13 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშნიანმა.

2500-მეტრზე მდებარე ტბის მახლობლად კვლავ რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედროი, რომლებმაც, ფაშინიანის თქმით, დაარღვიეს საზღვარი და სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

„ჩვენ საქმე გვაქვს კრიზისთან, რომელსაც შემდგომი განვითარების რამდენიმე სცენარი გააჩნია. სომხეთის სუვერენული ტერიტორია უნდა იყოს ხელშეუხებელი, ხოლო აზრბაიჯანის შეირაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ პირვანდელ პოზიციებს, სადაც ისინი 10 მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ფაშინაინმა.

ბაქოს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ ცნობაზე.

XS
SM
MD
LG