Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ასტრაზენეკათი" აცრას 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ


იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ასტრაზენეკათი" აცრას 45 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ. ინფორმაცია ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

მისივე თქმით, 45 წელს გადაცილებული პირები ამ ვაქცინისთვის რეგისტრაციის გავლას ხვალ, 12 მაისის 20:00 საათიდან შეძლებენ.

ამ დრომდე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ. 45-დან 55 წლამდე პირები კი "სინოფარმით" იცრებოდნენ.

XS
SM
MD
LG