ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) „სინოვაკთან“ დაკავშირებით მწარმოებლისგან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა - ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, არნოდ დიდიელორანმა განაცხადა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს სინოვაკის დოკუმენტაციის განხილვა და მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ გვქონდა ამის მიზეზი და იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ პასუხს რომ ამ ვაქცინაზე რეკომენდაციის მიცემა შევძლოთ“ - განაცხადა არნოდ დიდიელორანმა.
საქართველომ „სინოვაკის“ 100 000 დოზა ჩინეთის მთავრობისგან, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო. ვაქცინასთან ერთად საქართველოს 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.
5 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ „სინოვაკით“ აცრა შეიძლება ჯანმოს რეკომედნაციის გარეშეც დაიწყოს - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ვადებში მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას „სინოვაკთან“ დაკავშირებით.
ყველაზე პოპულარული
1