Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი: უკრაინაში ნაყოფიერი დრო გავატარე


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს, რომ მისი ვიზიტი ნაყოფიერი იყო. იგი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის მიმართ ურყევია:

„კიევში ნაყოფიერი დრო გავატარე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შევხვდი. შეერთებული შტატები უდრეკია რუსეთის აგრესიის წინაშე და მტკიცედ უჭერს მხარს რეფორმებზე მუშაობას, რომელიც საჭიროა უკრაინის სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ტვიტერში“.

ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა. 6 მაისს კიევში გამართულ შეხვედრებზე მან დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ბლინკენის ერთდღიანი ვიზიტის მიზანი იყო უკრაინისადმი მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი გაევრცელებინა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

XS
SM
MD
LG