Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Starship-ის პროტოტიპმა წარმატებული დაშვება განახორციელა


ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა, Starship-ის პროტოტიპი, რომელმაც საცდელი გაფრენა განახორციელა ათი კილომეტრის სიმაღლეზე, მიწაზე წარმატებული დაშვება განახორციელა.

საცდელი ფრენის დროს ბოკა-ჩიკას პოლიგონიდან აფრენილმა Starship SN15-მა 10 კილომეტრის სიმაღლეზე განახორციელა ძრავების გამორთვა, აეროდინამიკური დამუხრუჭება, ძრავების ხელმეორე ჩართვა ხომალდის ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად და მსუბუქად დაეშვა სასტარტო მოეფანზე. Starship-ის პროტოტიპის მთელი ფრენა 6,30 წუთი გრძელდებოდა.

ეს არის პირველი წარმატებული გაშვება რამდენიმე უშედეგო სტარტის შემდეg.

მანამდე ილონ მასკის კომპანიის მირ შექმნილი კოსმოსური აპარატი, ახალი თაობის SN10, ბოკა-ჩიკაში 3 მარტს მიწაზე უვნებელი დაეშვა და მერე აფეთქდა, თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც შარშან მიწაზე დაენარცხნენ ცეცხლის ალში გახვეული.

კომპანია SpaceX-ი ესწრაფვის, რომ Starship-ის რაკეტის ამ ტიპით შეცვალოს უკვე მოქმედი Falcon-ი, რომელიც რეგულარულად გამოიყენება უპილოტო თუ ასტრონავტებით განხორციელებული მისიების დროს.

XS
SM
MD
LG