Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ფაქტობრივად შეივსო „სინოფარმით" აცრისთვის განკუთვნილი ადგილები 


დღეს, 27 აპრილს, 20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით დაიწყო 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინით „სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია. განსაკუთრებით აქტიურობენ თბილისის მცხოვრებლები. დედაქალაქის ბევრ რაიონში უკვე შევსებულია აცრისთვის განკუთვნილი ადგილები.

განსხვავებული ვითარებაა რეგიონებში, სადაც მოქალაქეები ნაკლებად რეგისტრირდებიან.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

„სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან.

COVID-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, „სინოფარმის“ დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 40 095 ადამიანია აცრილი (ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“), მათგან სრულად 3622.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1578 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 17 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 909.

XS
SM
MD
LG