Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ლუკაშენკა მზადაა ხელი მოაწეროს სამომავლო გეგმას საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესახებ


ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ მზადაა ხელი მოაწეროს გეგმას, რომელიც საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ქვეყნის უშიშროების საბჭოს დააკისრებს იმ შემთხვევაში, თუ თავად ის ვერ შეძლებს პრეზიდენტის რანგში მუშაობას.

ბევრი მთავრობა ლუკაშენკას პრეზიდენტობას უკვე არალეგიტიმურად მიიჩნევს, აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული არჩევნების და შემდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ გატარებული რეპრესიების ფონზე.

ლუკაშენკას კრიტიკოსები უგულებელყოფდნენ და ვითარების განეიტრალების მცდელობებად მიიჩნევდნენ მის უწინდელ განცხადებებს სამომავლო საკონსტიტუციო ცვლილებების და არჩევნების შესახებ. მას შემდეგ, რაც გაიზარდა დასავლეთის სანქციები და ახალი არჩევნებისკენ მოწოდებები, ავტორიტარი პრეზიდენტი - რომელიც ამ პოსტზე უკვე ხუთი ვადაა მსახურობს - უფრო და უფრო მეტად დაუახლოვდა მოსკოვს, მხარდაჭერის მოსაპოვებლად. დეტალები ცნობილი არ არის ლუკაშენკას და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის 22 აპრილს მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ. ბელარუსის უშიშროების საბჭოს წევრები ლუკაშენკას მომხრეების მიერ არიან დანიშნული.

24 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ლუკაშენკა ამბობს, რომ მისი არყოფნის შემთხვევაში უშიშროების საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".

ბელარუსის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ციხეშია, ნაწილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

XS
SM
MD
LG