Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა "მიშელის დოკუმენტს"


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატად არჩეულმა გრიგოლ ვაშაძემ. ის ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო.

გრიგოლ ვაშაძემ 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ ტოვებს ყველა დაკავებულ თანამდებობას და პარტიიდან გადის.

19 აპრილს, "ქართული ოცნების" და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​

დოკუმენტზე ხელმოწერა დღეს დილიდან გაგრძელდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.

შეთანხმების ხელმოწერაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". დოკუმენტს ხელი არ მოაწერა პარლამენტის დეპუტატად არჩეულმა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

XS
SM
MD
LG