Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას


"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს ევროპელი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის გეგმას, რადგან მასში საუბარი არ არის არჩევნების საკითხზე. ამ თემაზე მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"[დოკუმენტს, რომელშიც] ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, [ხელს არ მოვაწერთ]. უკვე ვთქვით ეს მაშინვე", - ამბობს ბოკერია.

დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ:

„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
XS
SM
MD
LG