რუსთაველის ეროვნული თეატრი ფეისბუკში აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერს, რომ გმობს ძალადობას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“.
„ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თამაშობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
33 წლის ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ის, 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ქმარი სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო.
ბესო ზანგური ოჯახში ძალადობის ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილი ცრუობს.