Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ინიციატივაა, პოლიტიკოსებმა სიძულვილის ენასა და შეურაცხყოფაზე მორატორიუმი გამოაცხადონ


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის და მოუწოდებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფისაგან. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღების დროს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს არის ჩემი და არა საზოგადოების მოთხოვნა... მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი შეიცვლება ზოგადად ქვეყანაში ატმოსფეროც და განწყობებიც. ჩვენ ვართ განწყობის ქვეყანა და ეს განწყობა რომ შეიცვლება და უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, მე მგონი, ეს ყველაფერი გაგვაძლიერებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ზურაბიშვილმა ამ საკითხებზე ისაუბრა. ის სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფისგან დაცვის მექანიზმების არსებობაზე ამახვილებდა ყურადღებას თავის ყოველწლიურ მოხსენებასა და საახალწლო მილოცვაშიც.

მაგალითად, მან არჩევიდან პირველივე საახალწლო მილოცვაში, 2018 წლის 31 დეკემბერს ასეთი რამ თქვა:

"იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

XS
SM
MD
LG