5 აპრილს გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარდა, მოიცავს საზოგადოების აღქმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
შეკითხვაზე, როდესაც მხედველობაში გაქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, თქვენ გჯერათ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე? - გამოკვლევის შედეგები ასეთია:
- 25% - ნამდვილად (თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე);
- 28%- გარკვეულწილად (თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე);
- 16% - გარკვეულწილად (არათავისუფალი, არასამართლიანი და გაუმჭვირვალე);
- 19% - ნამდვილად (არათავისუფალი, არასამართლიანი და გაუმჭვირვალე);
- 12% - არ ვიცი/ უარი პასუხზე.
შეკითხვაზე, თქვენს საარჩევნო უბანზე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე იყო თუ არა უსაფრთხო გარემო თქვენთვის, რომ ხმა მიგეცათ კონფიდენციალურად და ძალადობის შიშის ან დაშინების გარეშე?
48% - დანამდვილებით იყო;
26%- გარკვეულწილად იყო;
7% - გარკვეულწილად არ იყო;
10% - დანამდვილებით არ იყო;
9% - არ ვიცი/უარი პასუხზე.
- IRI-მ გამოაქვეყნა ახალი გამოკვლევა - „ქართული ოცნება" - 35%, ენმ - 18%
- IRI-ის კვლევა: "ქართულ ოცნებას" ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა 27%, "ნაციონალურ მოძრაობას" - 26%
- IRI-ის კვლევის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებზე მოსახლეობის აზრი გაყოფილია
- IRI-ის კვლევა: გამოკითხულთათვის ყველაზე მისაღები საჯარო პირები არიან ილია II, გახარია, კალაძე
- IRI-ის კვლევა: ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება უმუშევრობა (65%)
- IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 39% COVID-19-ზე აცრას არ აპირებს
- გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში
მეთოდოლოგია
გამოკვლევა კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.