"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია მზად იყო, ხელი მოეწერა კრისტიან დანიელსონის მხრიდან შემუშავებულ დოკუმენტზე, თუ მასში ცვლილებები შევიდოდა. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ არ გადადგა ნაბიჯი შეთანხმების მისაღწევად.
"ქართული ოცნება" მზად იყო და არის იმ პუნქტებზე, რაც იყო, მცირედი შესწორებებით. აქ საუბარია ისეთ დეტალებზე, რომელიც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის... ეს უკვე გახდა მეორეხარისხოვანი მას შემდეგ, რაც მთავარ თემებად, რაც მათ დაასახელეს, პრინციპული წინააღმდეგობა მათი მხრიდან, რომ ამ თემების გარეშე განხილვა შემდგარიყო", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
დანიელსონის შეთავაზებული დოკუმენტით გათვალისწინებული არ იყო რიგგარეშე არჩევნების ან ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარება და "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება. დანიელსონის დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
- მომავალი არჩევნები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მმართველ პარტიასა და ოპოზიციასთან თითქმის 6-საათიანი შეხვედრა ისე დაამთავრა, რომ მხარეები არ დათანხმდნენ დოკუმენტში მოყვანილ პუნქტებს.