Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ


"გფარავდეთ ღმერთი!" - ამთავრებს პრეზიდენტი ამ სიტყვებით დამოუკიდებლობის გამოცხადებას... მერე მახსოვს, შემდგომი სიტყვები იყო ასეთი: ჩვენი ბრძოლა ახლა იწყებაო. უცებ, იმ მომენტში ვიფიქრე, ჩვენ ხომ მოვიგეთ ეს ბრძოლა. მართლაც ეგრე იყო შემდეგ, ქარტეხილები... ახლა რომ მახსენდება და აღდგენას რომ ვაკეთებ იმ პროცესის გარეთ რა ხდებოდა, როგორ ტიროდა ხალხი, ცეკვავდა - ასეთი სულიერად ამაღლებული საქართველო მინდა კიდევ ერთხელ ვიხილო, მაგრამ ალბათ ვერ ვიხილავ..."

ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებათ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა. 💬

🎙 ეპიზოდი 6 - ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე 👇
XS
SM
MD
LG