საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აჭარა მზადაა ტურისტების მისაღებად. ამის შესახებ მან ბათუმში განახლებული აეროპორტის გახსნის დროს ისაუბრა.
"ამ აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება", - თქვა მან.
საქართველო უპირობოდ უხსნის საზღვარს იმ პირებს, ვისაც კორონავირუსზე ვაქცინის სრული დოზა აქვს გაკეთებული. კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენების დიდი ნაწილი არ სრულდებოდა.