ნიდერლანდმა 29 მარტამდე შეაჩერა კომპანია AstraZeneca-ს მიერ გამოშვებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, რის მიზეზადაც უსაფრთხოების ზომების დაცვა დასახელდა.
„ახლად აღმოჩენილი ინფორმაციის საფუძველზე, ნიდერლანდის სამედიცინო საშუალებების სამმართველო გვირჩევს, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, შევაჩეროთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არ გამოვიყენოთ AstraZeneca მომდევნო ორის კვირის განმავლობაში, 28 მარტის კვირამდე“, - ნათქვამია ნიდერლანდის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი შეაჩერეს დანიამ, ნორვეგიამ, ტაილანდმა და ბულგარეთმა, რომლებმაც ამის მიზეზად დაასახელეს რამდენიმე პაციენტის ხელებზე აცრის შედეგად წარმოქმნილი თრომბები.
მაგრამ სამედიცინო საშუალებების ევროპული სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და არ დგინდება კავშირი პრეპარატით აცრასა და თრომბის წარმოქმნას შორის.
ევროპაში დღეისათვის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილია დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი. აქედან ცნობილია მხოლოდ 30 შემთხვევა, როდესაც პაციენტებს შეექმნათ თრომბთან დაკავშირებული პრობლემა.