Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონმა ერთი დღით გადადო თბილისიდან გამგზავრება


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლობაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. ხვალაც გავარძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ, პარტიები შეძლებენ უფრო დაახლოებას, ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ და ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შემეძლება, ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით და ამას მეტი დროს სჭირდება“, - განაცხადა დანიელსონმა.

ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა.

XS
SM
MD
LG