15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
ყველაზე პოპულარული
1