რიონის ხეობის მკვიდრი და ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.
„მოვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას, რადგანაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ვიყავით შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგი გაწერილი იყო, მაგრამ თვითონ მინისტრმა დაარღვია ეს დღის წესრიგი, როცა გაიპარა შეხვედრიდან. ამ შეხვედრაზე უნდა გაცემულიყო ყველა ძირითად კითხვაზე პასუხი. ეს იყო ჩვენი მიზანდასახულობა, სწორედ ამის გამო მივედით იმ შეხვედრაზე, მაგრამ ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ჩაშალეს ეს შეხვედრა. შესაბამისად, მოგვაყენა შეურაცხყოფა უამრავ ადამიანს და ამის გამო მოვითხოვთ მის გადადგომას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
12 მარტს, ქუთაისში, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშგვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან დანიშნული შეხვედრა ნაადრევად დატოვეს.
14 მარტს, 13.00 საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დადგემილია დიდი საპროტესტო აქცია მოთხოვნით: დაუყოვნებლივ შეწყდეს „ნამოხვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოები.