Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავას თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებარე კომპანიას ქართველი დირექტორი ეყოლება


„ჩვენი მოთხოვნით დაინიშნება ქართველი დირექტორი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში რიონის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას. საუბარია კომპანიაზე, რომელიც „ნამახვანჰესს“ აშენებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალი დირექტორი ადგილზე გაუძღვება სამშენებლო სამუშაოებს და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

„ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას. ის ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები“, - განაცხადა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG