Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო წერეთელმა მიმართა დიპლომატებს: მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და რეაგირება


ვატო წერეთელი
ვატო წერეთელი

„ტვ პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ არ აპირებს მიმართოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვიილს. „ჩემი გადმოსახედიდან ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს", - აღნიშნა წერეთელმა.

ტელეარხის დამფუძნებელმა განაცხადა: „დღეს ხელისუფლება გავიდა კანონის ყველანაირი ჩარჩოებიდან. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ „ტვ პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკურლი მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში"

ვატო წერეთელი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს: „ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და რეაგირება. დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“, ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და „ტვ პირველი“ აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს".

დღეს ცნობილი გახდა, რომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

XS
SM
MD
LG