Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2009 წლის მაჩვენებელს ჩამოსცდა


გასულ წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, განახევრდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

თუკი 2019 წელს უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 1 310,8 მლნ აშშ დოლარი იყო, წელს ეს მაჩვენებელი 52,9 პროცენტით დაეცა და 616,9 მლნ აშშ დოლარი გახდა. ეს მაჩვენებელი იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2009 წელს, საქართველოში ომის მომდევნო წელს.

"შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340,5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კლება დროში ემთხვევა კორონავირუსის პანდემიას.

XS
SM
MD
LG