Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევა ისევ ხმაურის ფონზე გრძელდება


"ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, სადაც რაგბის კავშირის ყრილობა იმართება, რომელზეც რაგბის კავშირის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, რამდენიმე წუთის წინ დაძაბული ვითარება იყო. პრეზიდენტობის კანდიდატის მოწინააღმდეგე დელეგატები და მათი მხარდამჭერები აქციას აწყობდნენ.

წარდგენილია ერთადერთი კანდიდატი იოსებ ტყემალაძე. მის გამოჩენას ტერიტორიაზე მოჰყვა დაძაბულობა. სამართალდამცავებმა დელეგატებსა და რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის მოწინააღმდეგეებს არ მისცეს საშუალება, მიახლოებოდნენ ტყემალაძეს.

დაძაბულობის გამო ყრილობაზე ვერ შევიდა მოწინააღმდეგე დელეგატთა ის ნაწილი, ვინც კენჭისყრაშ მონაწილეობას გეგმავდა. 5-მდე დელეგატი დარჩა გარეთ. ერთი მათგანი, ირაკლი მაჩხანელი დაშავდა კიდეც. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან, მას სახეზე სისხლის კვალი ეტყობოდა.

ეს რაგბის პრეზიდენტის არჩევის მცდელობაა. პროცესს აკვირდება პოლიციის რამდენიმეათეულიანი ჯგუფი.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ 24 თებერვალს ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო.

სამოცდათხუთმეტი დელეგატიდან რეგისტრაცია ორმოცდაორმა გაიარა. დარბაზში მხოლოდ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის - ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერები შევიდნენ, 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მიერ არაღიარებულ არჩევნებში გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა კი ყრილობას პროტესტი გამოუცხადეს - ავჭალის სტადიონთან მივიდნენ, მაგრამ დარბაზში არ შევიდნენ.

მათი განცხადებით, რეგისტრაციაგავლილი სუბიექტების ნაწილზე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება, შანტაჟის მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG