რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დამოკიდებულებზე საუბრობს. განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსი ნარიშკინი აცხადებს, „ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მ. სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოს პოლიტიკური პროცესების „ხელით მართვას“, კარნახს როგორ ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და როგორ ექცეოდეს ოპოზიციას. ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილბა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მოქმედებების მიმართ, რომელიც ამერიკული მოთხოვების უპირობო შესრულებას არიდებს თავს. თეთრ სახლში აღიზიანებთ, რომ „მეოცნებენი“ სრულყოფილად არ ასრულებენ მითითებას, ულაპარაკოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.
საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები აპირებენ ოპოზიციის მხარდასაჭერად სისტემურად იმუშაონ და ამავდროულად შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები. შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონი აგრძნობინებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის შემდომი დამოკიდებულება თბილისისადმი განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით ზუსტად მისდიოს ამერიკის მითითებებს.
საქართველოს მაგალითი თვალსაჩინოდ მოწმობს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების მისწრაფებას, გაინაღდონ ვაშინგტონის მფარველობა მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, სწრაფად მიჰყავს ისინი დე ფაქტო სუვერენიტეტის და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების დაკარგვისკენ, როგორც საგარეო არენაზე ისე ქვეყნის შიგნით",- აცხადებს ნარიშკინი.
საქართველოში ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.