Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენით ოჯახი კმაყოფილია - მირიან ნიკოლაძე


19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ოჯახის სახელით კომენტარი გარდაცვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

"განაჩენი არის სრულიად ობიექტური, ეს იყო ზუსტი, იდენტური იმისა, რაც იყო ჩადენილი დანაშაული. საბოლოო ჯამში, ეს აისახა ძალიან სწორ სასჯელში... არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის საქმეში, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით. მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო", - თქვა მირიან ნიკოლაძემ, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

დღეს ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პატიმრობა მიესაჯათ

  • არჩილ გაგნიძეს - 16 წელი;
  • ნიკოლოზ რევაზიშვილს - 16 წელი;
  • ვახტანგ ჩიქოვანს - 16 წელი;
  • 2 არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.

XS
SM
MD
LG