Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია „ოსპოტრებნადზორის“ უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ გაავრცელა. ოკუპირებულ რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 3 081 მიაღწია, 2 591 გამოჯანმრთელდა, 490 რჩება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

3 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება აპირებს შეიძინოს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა - Sputnik V. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ და კორონავირუსის შემთხვევების მატებისთვის მზად იყვნენ. თებერვლიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა და იქ სამხედრო სწავლებებიდან დაწყებული, მასობრივი კონცერტებით დამთავრებული, ყველა ღონისძიება შეზღუდვების გარეშე ტარდება.

XS
SM
MD
LG