Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძის ცნობით, Novavax-თან მიღწეულია შეთანხმება ივნისში მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ამერიკულ კომპანია Novavax-თან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ლაპარაკობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე. მან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, რომ საქართველო კონკრეტულად Novavax-იდან ელოდება მილიონი დოზის მიღებას.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება და მე, როგორც ვიცი, წარმატებით... არის ასეთი კომპანია, რომლის ვაქცინა ჯერ არ გამოსულა, Novavax-ი, რომელიც პირადად მე მიმაჩნია, რომ იქნება საუკეთესო ვაქცინა და ოპტიმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. განსხვავება ის არის, ეს ვაქცინები, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში („პფაიზერი“, „მოდერნა“, ასტრაზენეკა“) დაფუძნებულია ორგანიზმში გენეტიკური მასალის შეყვანაზე. „პფაიზერის“ და „მოდერნას“ შემთხვევაში - რნმ, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში - დნმ, ვექტორის საშუალებით. დაფუძნებულია მტკიცებულებები დიდ მასალაზე, რომ ეს არ არის საზიანო, უსაფრთხოა და ჩვენ ეს გვჯერა, მაგრამ ეს მაინც ახალი ტექნოლოგიებია. ფაქტობრივად, პირველად გამოიცდება რნმ ტექნოლოგია. Novavax-ის შემთხვევაში ტრადიციული ტექნოლოგიაა, ვირუსის ცალკეული ცილების შეყვანა ხდება ორგანიზმში, რაც გამოცდილია მრავალი ათეული წლით. ეს გზა მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო უსაფრთხოდ და სანდოდ. თან თვითონ Novavax-ი ძალიან ავტორიტეტული კომპანიაა. მასთან მიღწეულია შეთანხმება, მილიონი დოზის მოწოდებაზე, დაახლოებით ივნისის ბოლოს. ამ დროისთვის მიიღებს ის აღიარებას საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების. წინასწარი მონაცემებით, ამას არაფერი არ უდგას წინ, რამეთუ საქართველომ Novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

2 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „პფაიზერის“ მიერ წაყენებული დამატებითი პირობა, რომლის გამოც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწია, დაზუსტდება სამმხრივი სატელეფონო საუბრისას.

XS
SM
MD
LG