Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეს გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა სამი წლით პატიმრობა 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

სუს-ის შეფასებით, უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას, მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, გენადი ბესტაევს აქამდე თავისუფლების აღკვეთა მისჯილი არ ჰქონდა და ცხინვალის ციხეში მას სასჯელს წინასწარი გამოძიების საბაბით წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში უხანგრძლივებდნენ.

გენადი ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა ნარკოტიკის კონტრაბანდასაც ედავებიან.

ერთ-ერთი ბოლო, ვისაც მანამდე ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს, ზაზა გახელაძეა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG