Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინის გვერდით დგას, არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას


ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, კიევში გამოსვლისას. 2009 წლის ივლისი
ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, კიევში გამოსვლისას. 2009 წლის ივლისი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და არასოდეს აღიარებს კრემლის მიერ მეზობლის ტერიტორიის ანექსიას.

ბაიდენმა კომენტარი გააკეთა 26 თებერვალს, როცა უკრაინამ აღნიშნა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის წლითავი. ეს იყო ტერიტორიის პირველი მიტაცება მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ევროპის კონტინეტზე. რუსეთმა 2014 წელს დაიკავა ყირიმი და მას მერ, მხარს უჭერს სეპარატსიტულ ძალებს უკრაინის აღმოსავლეთში. ამ სამხედრო დაპირისპირებას მას მერე, 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

7 წლის წინ, 26 თებერვალს, სიმფეროპოლში ყირიმელ თათართა თემის ინიციატივით მოეწყო დიდი მიტინგი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ლოზუნგით. მეორე დღეს ყირიმის პარლამენტის შენობა რუსეთის სპეცოპერაციის ძალებმა დაიკავეს, დეპუტატებმა კი, როგორც მთელი რიგი მტკიცებულებები მოწმობს, ზეწოლის ქვეშ დაუჭირეს მხარი რეფერენდუმის ჩატარებას. რეფერენდუმს შედეგად მოჰყვა ყირიმის რუსეთისთვის მიერთება 2014 წლის მარტში. ანექსიას არ ცნობს მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა.

XS
SM
MD
LG