Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშაგები რიონის ხეობაში

გუშაგები რიონის ხეობაში
please wait

No media source currently available

0:00 0:17:42 0:00

რიონის ხეობაში დაგეგმილი 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ ნამოხვანის ბოლოში გაშლილ კარავში რჩებიან და უკვე 118-ე დღეა მოითხოვენ დატოვოს ხეობა კომპანია „ენკამ“ და შეწყდეს ჰესის მშენებლობა. ამ ადგილას მათ მას მერე გადაინაცვლეს, რაც ისინი პოლციიამ სოფელ ჟონეთიდან გააძევა - იმ ადგილიდან სადაც ახლა კომპანია „ენკას“ ბაზაა.

ტვიშელების, ორხველების, ნამოხვანლების, მექვენლების და ასევე სხვა ახლომახლო სოფლების მოსახლეობის ნაწილი, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებნი და სხვანიც, სხვა კუთხეებიდან, ვინც ამ პროტესტს უერთდება, შიშობენ, რომ რიონის ხეობას ამ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური გაანადგურებს.

ვინც არიან ხეობის გუშაგები და რა არის მათი სათქმელი? რა მოსაზრებებით უპირისპირდებიან ისინი სახელმწიფოსა და მშენებელი კომპანიის მთავარ არგუმენტს რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია? და სანამდე გაგრძელდება მათი პროტესტი ღია ცის ქვეშ?
XS
SM
MD
LG