Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ თავიდან აიცილონ ესკალაცია


„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 17 თებერვალს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და, ამის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომის გამო, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რათა იმოქმედონ მაქსიმალურად თავშეკავებით და პასუხისმგებლობით, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია", - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის, პრესმდივნის, პეტერ სტანოს მიერ გავრცელებულ, განცხადებაში.

წერილში ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე რწმენა, რომ პოლიტიკური ჩიხი შეიძლება გადაიჭრას მოხლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის გზით. „ქვეყნისა და საქართველოს მოქლაქეთა ინტერსებიდან გამომდინარე ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებელი დეესკალციისაკენ“, -აღნიშნულია პეტერ სტანოს განცხადებაში.

„პოლიტიკური გამედაობა და ჭეშმარიტად დემოკრატიული ლიდერობა აუცილებელია პარტიათშორისი თანხმობის მისაღწევადა და პოლარიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. დაძაბულობის განმუხტვისა და საქართველოში დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისათვის აუცილებელია ფართო პოლიტიკური ერთობა, მათ შორის ამბიციური და ინკლუზიური სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მეშვეობით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე წარმოადგენს წინაპირობას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა და მისი შედეგების ეფექტიანი გადაწყვეტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მზად არის შემდგომშიც დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში.

XS
SM
MD
LG