Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდა


განახლება: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა

თბილისში, ვაკის პარკში განახლდა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტისა და სასამართლო განხილვების გამო შეჩერებული იყო. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სასტუმროს მფლობელმა, გიორგი ზაქაიძემ დაუდასტურა.

„სასამართლო მოვიგეთ და ამის საფუძველზე [განახლდა მშენებლობა]“, - ამბობს ზაქაიძე.

2019 წლის 16 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის განკარგულება და ინვესტორმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა.

გადაწყვეტილების შემდეგ, მშენებელსა და თბილისის მერიას შორის დაიწყო მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობაზე. 2020 წლის ბოლოს, მერიაში აცხადებდნენ, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებდნენ. თუმცა გიორგი ზაქაიძე მაშინ ამბობდა, რომ მერიამ საინტერესო წინადადება ვერ შესთავაზა.

XS
SM
MD
LG