Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის განაჩენს განიხილავენ გაფრთხილებად ოპოზიციისთვის


მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოპოზიციის ლიდერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის 2 წლითა და 8 თვით მიესაჯა პატიმრობა, მოჰყვა მკვეთრი რეაქცია დასავლეთის ქვეყნებისგან და პროტესტი რუსეთში, სადაც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს განაჩენი მზარდი დაუმორჩილებლობის ჩახშობას ისახავს მიზნად.

მოსამართლე ნატალია რეპნიკოვამ 2 თებერვალს ნავალნის 2014 წელს სამი წლით და ნახევრით გამოტანილი სასჯელი რეალური ციხით შეუცვალა, და ვადა 2 წლამდე და 8 თვემდე შეამცირა პატიმრობაში უკვე გატარებული პერიოდის გათვალისწინებით.

ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა ნავალნის მომხრეები, ასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა პროტესტის გამოსახატად. ვაშინგტონმა რუსეთს მოთხოვა ნავალნის და ახლახან გამართულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება. ნავალნის ადვოკატი, ოლგა მიხაილოვა ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

44 წლის ნავალნი იქცა რუსეთის ყველაზე გავლენიან ოპოზიციონერად, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ოსტატურად იყენებდა სოციალურ მედიას გაუარესებული ცხოვრების დონის და კორუფციის გარშემო მზარდი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით. ამან ნავალნი აქცია პოტენციურ საფრთხედ კრემლისთვის, რომელსაც, ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ სურს, მისი საქმე სამაგალითოდ აქციოს. ტატიანა სტანოვაია, ანალიტიკური ცენტრის, R.Politik-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ეს მკაცრი განაჩენი ნავალნის და სხვებს გაააზრებინებს, რომ ისინი დგანან "დარჩენილი სიცოცხლის ციხეში გატარების პერპექტივის წინაშე".

XS
SM
MD
LG