საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, ქუთაისის შემდეგ, კიდევ ერთი აქცია იმართება. ამჯერად, თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან.
"ჩემი ხელფასი მივფრინდებით", - ეწერათ აქციის მონაწილეებს პლაკატებზე.
ქუთაისში, მერიის შენობის წინ მოქალაქეებმა კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გამართეს. "ხელისუფლებამ დააპატიმრა ბიზნესი, განათლება, ეკონომიკა", - აცხადებდნენ ისინი.
კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში აქციები პერმანენტულად იმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გუშინ, 30 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქციას შეუერთდნენ სარესტორნო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები.
ხვალიდან, 1 თებერვლიდან საქართველოში კოვიდრეგულაციები მსუბუქდება. თუმცა, ამის მიუხედავად, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კვლავ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რესტორნებს სტუმრების მიღება აკრძალული ექნებათ.