31 იანვარს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციები იმართება. ისინი ითხოვენ პოლიტიკოსის გათავისუფლებას წინასწარი პატიმრობიდან. მოსკოვის ცენტრში სამართალდამცავი ორგანოების წარმოადგენელთა სიმრავლეა. მათ მომიტინგეთა დაკავება დაიწყეს.