Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, ელისაშვილს ოთხჯერ უთხრეს უარი ე.წ. პოლიტპატიმრების შესახებ საუბარზე


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გამო მოსალოდნელი სპეკულაციების შესახებ ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით... სამჯერ თუ ოთხჯერ კონკრეტულად ალეკო ელისაშვილმა იმ ორსაათიან შეხვედრაზე დააბრუნა დღის წესრიგში ე.წ. პოლიტპატიმრების თემა. ოთხჯერვე უარი ვუთხარით საერთოდ ამ საკითხზე საუბარზე“, - თქვა მდინარაძემ.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.

„დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის!“ - დაწერა „ფეისბუკზე“ ელისაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ლევან იოსელიანთან ერთად 22 იანვარს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს.

ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG