Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი აქცია იმართება შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან


რამდენიმე ათეული მოქალაქე მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. აქციაზე მივიდნენ პოლიტიკოსებიც, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. შეკრებილთა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენა მოუწიათ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აუცილებელია მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა ადამიანებმა შეძლონ სამსახურებში წასვლა და გახსნილ ობიექტებზე ხალხი მივიდეს.

"საშველად და რამის სათხოვნელად კი არ ვართ აქ მოსულები, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ არ უნდა გადაწყვიტოთ ასე - უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. ჩვენ რომ დაგიქირავეთ 4 წლით და შენ რომ დიქტატორი გახდი, უნდა წახვიდე ან გააკეთონ საქმე - უნდა აირჩიონ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და უმუშევრად დარჩენილი, ლექსო პაიკიძე.

როგორც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დილანდელი განცხადებით ირკვევა, ჯერ არ იგეგმება საქართველოს ყველა რეგიონში შეზღუდვების შემსუბუქება. პრემიერის განმარტებით, "თუ ტესტების დადებითობა 4%-ზე მეტია, ჭორაობაა ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი".

საქართველოს 8 დიდ ქალაქში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა მოლები და ღია ბაზრობები. გარდა ამისა, ტურისტებისთვის დაიკეტა ზამთრის კურორტები.

1 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კვლავ არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

XS
SM
MD
LG