Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი - „ივანიშვილმა დატოვა ძლიერი პარტია“


„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ ეს სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო:

„მას შემდეგ, რაც წავიდა, მან დატოვა რამდენიმე ლიდერი და, მათ შორის, იმიტომ არის მნიშვნელოვანი მისი წასვლა ამ მომენტში...
რა თქმა უნდა, როცა ასეთი ადამიანი არის პოლიტიკაში და პარტიაში, მისი როლი, ავტორიტეტი განმსაზღვრელია. იმისათვის, რომ პარტიამ დამოუკიდებლადაც აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა, რომ გარიდებოდა პოლიტიკას და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა იმ კუთხით, რომ თუკი გვინდა გვქონდეს პარტიული პოლიტიკა, ადამიანების ფაქტორს არ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და პარტიას და პარტიულ გუნდებს ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის სწორედ ამ ეტაპზე გაერიდა პოლიტიკას. წინ არის ოთხი წელი, როცა "ქართულ ოცნებას", უკვე როგორც პარტიას, შეუძლია, სრულად აჩვენოს თავისი შესაძლებლობები“
.

შალვა პაპუაშვილს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად წავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან.

ის „ქართულ ოცნებას“ ყველაზე ევროპულ პარტიად თვლის:

„თუ შევხედავთ პოლიტიკურ ლანდშაფტს და შევეცდებით ობიექტურად შევაფასოთ ის, „ქართული ოცნება“ დღეს არის როგორც ყველაზე ევროპული პარტია, ასევე ყველაზე დავარცხნილი პარტია. [ივანიშვილმა] დატოვა ძლიერი პარტია, გვყავს 45 ათასი წევრი, მილიონი ამომრჩეველი სტაბილურად გვყავს ბოლო რამდენიმე არჩევნებია და გვყავს რამდენიმე ლიდერი“.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკურმა საბჭომ შეარჩია და კანდიდატად მისი ერთადერთობა პარტიის წესდებით იყო განსაზღვრული. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - იყო თუ არა პოლიტსაბჭოზე მსჯელობა სხვა კანდიდატებზე, მან განაცხადა, რომ არ იცის.

XS
SM
MD
LG