Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის კავშირის პრეზიდენტს რეგისტრაცია შეუჩერეს


ირაკლი აბუსერიძე
ირაკლი აბუსერიძე

საქართველოს რაგბის კავშირში, საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება კიდევ ერთხელ გაიმართოს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, პანდემიის გამო, მოლოდინის რეჟიმი 2020 წლის 30 დეკემბრამდე გაიწელა.

„კრება მოწვეულ იქნა წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით“ - წერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში. იქვე მითითებულია, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, წარმოსადგენია ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი საზოგადოების პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების ცვლილების თაობაზე (კრების ოქმი). ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი რაგბის კავშირს 30 კალენდარული დღე აქვს.

საქართველოს რაგბის კავშირში, ერთი კვირის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი ვეტერან მორაგბეზე - ირაკლი აბუსერიძეზე შეაჩერა. მისმა ერთმა კონკურენტმა - კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ არჩევნების შედეგი აღიარა. კიდევ ერთმა კანდიდატმა - ლაშა ხურციძემ კი განაცხადა, რომ საერთო კრება უკანონო იყო და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG