Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძის ახალ პარტიას „მეტი თავისუფლება-გირჩი“ ერქმევა - ყრილობა დღეს გაიმართება


„გირჩი აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის! ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც გირჩთან ერთად ბრძოლის სურვილი აქვს“, - ამ სიტყვებით ეპატიჟება ზურაბ ჯაფარიძე ახალ პარტიაში გაერთიანების მსურველებს და 26 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იწვევს.

„გირჩის“ ლიდერის ახალ პარტიას ახალი სახელი ექნება: „მეტი თავისუფლება - გირჩი“.

პარტიის ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს.

თანაპარტიელებს ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე კვირის წინ გაემიჯნა, როცა ფეისბუკზე დაწერა: „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“.

ყრილობა თბილისის დროით 15.00 საათზეა დანიშნული.

XS
SM
MD
LG