რელიგიური უმცირესობები, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მსგავსად, შობის დღესასწაულზე რელიგიურ მსახურებაზე მისვლის უფლებას მიიღებენ. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ვისაც რელიგიურ ღონისძიებაზე სალოცავად გასვლა ენდომება, უნდა დარეკოს მთავრობის ცხელ ხაზზე (144) ან კონფესიების წარმომადგენლებმა მათი ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი) გადასცენ მთავრობის წარმომადგენლებს.
სპეციალური საშვი ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათის გამოა საჭირო. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია ქუჩაში გადაადგილება. რეგულაციის დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება.