Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება


შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვა რთული იქნება:

„შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ რა რომ იქ სამწუხაროდ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც არის აუცილებელი იქ ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის. ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომლებიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმის ვაჭრობისა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

2 დღეში დიდი ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში სავაჭრო ცენტრები მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ.

XS
SM
MD
LG