Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ევროპაში მოგზაურობა შეწყვიტა კიბერთავდასხმის გამო


რობერტ ო'ბრაიენი
რობერტ ო'ბრაიენი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაიენმა შეწყვიტა ევროპაში თავისი ვიზიტი და დაბრუნდა ვაშინგტონში, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგებზე სამუშაოდ.

გავრცელებული ცნობებით, 15 დეკემბრის საღამოს და 16 დეკემბერს ო'ბრაიენი ეროვნული უშიშროების საბჭოში გეგმავდა შეხვედრების გამართვას. მიმდინარე კვირაში ის უხელმძღვანელებს მაღალი დონის შეხვედრას სხვადასხვა სააგენტოს მონაწილეობით, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი, ჯონ იულოტი.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად 13 დეკემბერს გავრცელდა. თეთრმა სახლმა მანამდე გამოაცხადა, რომ კიბერთავდასხმის გარშემო სამუშაოდ შეიქმნა მაკოორდინირებელი გუნდი, რომელიც მოიცავს გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI), შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის ოფისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ სააგენტოთა რიცხვს, რომლებსაც კიბერთავდასხმა შეეხო. მედიაში 14 დეკემბერს გავრცელებული ცნობებით, კიბერთავდასხმის სამიზნეებს შორის იყო შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ათასობით ბიზნესკომპანია ცდილობენ გამოიძიონ და უპასუხონ კიბერთავდასხმას, რომელიც, ექსპერტთა თქმით, რუსეთის მთავრობის ჰაკერებმა განახორციელეს.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო უარყოფს კიბერთავდასხმაში მონაწილეობას. 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში საელჩო წერს, რომ "რუსეთი არ ახორციელებს თავდასხმით ოპერაციებს კიბერსამყაროში".

XS
SM
MD
LG