Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა გზას გაივლის საქართველო კორონავირუსის ვაქცინაციამდე


​საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე დაიწყება. თუმცა ვაქცინაციამდე შესაძლოა ქვეყანას ტექნოლოგიური გადაიარაღება და კამპანიების ჩატარება დასჭირდეს. ვაქცინების შენახვის დეტალებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენთან მუშაობს ჯგუფი და შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრას, სერვისების მიწოდების და შეფასდა, ქვეყანაში "ცივი ჯაჭვის" სისტემა - რა გვაქვს", - თქვა გამყრელიძემ და განმარტა:

  • ქვეყანას აქვს 2-დან 8 გრადუსამდე "ცივი ჯაჭვის" სისტემა და არაფრის დამატება არ არის საჭირო და შესაძლებელია "ასტრაზენეკას" და ისეთი ვაქცინების გამოყენება, რომელსაც დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება;
  • "მოდერნას" ვაქცინას სჭირდება -20 გრადუსამდე ტემპერატურა - მუნიციპალიტეტებში არის შესაბამისი სამაცივრე დანადგარები და შესაძლებელია ამ ვაქცინის დანერგვა;
  • "ფაიზერის" ვაქცინას სჭირდება -80-დან -70 გრადუსამდე ტემპერატურა - ქვეყანაში 40-მდე მაცივარია, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ტესტსისტემებით. რამდენიმე მაცივრის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს და რამდენიმეს ყიდვა იგეგმება.

"ამ ორ ვაქცინაზე, რომელზეც საჭიროა -20 და -70 გრადუსი, საჭირო იქნება ადამიანების გადამზადება. ასევე, ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იყოს ბაზაში. როცა ერთ თვეში 200 ათასი ადამიანი უნდა აცრა, ამას კამპანია დასჭირდება და ეს არ იქნება რუტინული ვაქცინაციის მსგავსი. გეგმის პრეზენტაცია წლის ბოლოს იქნება", - თქვა გამყრელიძემ.

XS
SM
MD
LG